პროდუქციის კატალოგი

OkayCMS 3...x

07 მაისი 2020, ხუ

1. SEO ოპტიმიზაციის ძლიერი ბლოკი

თუ თქვენს ონლაინ მაღაზიაში 100-ზე მეტი პროდუქტია და კიდევ უფრო მეტი ფილტრი, მაშინ მეტა თეგების ხელით შეყვანა შეიძლება საკმაოდ შრომატევადი ამოცანა გახდეს. პროდუქტის მეტა-თეგების ავტომატური გენერაციისათვის, Pro ვერსიაში შექმნილია სპეციალური მოდული, სადაც შაბლონების საშუალებით შეძლებთ მიუთითოთ საიტზე არსებული ყველა პოზიციის მონაცემები. უფრო მეტიც, მეტა-მონაცემების მითითება შესაძლებელია არა მხოლოდ შებლონებისთვის, არამედ მათი ფილტრებისთვისაც (მაგალითად, კატეგორია + ბრენდი ან კატეგორია + თვისება), რაც დადებით გავლენას ახდენს ვებსაიტის პოპულარიზაციაზე საძიებო სისტემებში. ასევე ამ ბლოკში შეგიძლიათ დაამატოთ მრიცხველების კოდი ან შეცვალოთ robots.txt.

  • პროდუქტებისთვის მეტა-თეგების ავტომატური შექმნა შაბლონის მიხედვით;
  • ფილტრაციის გვერდების მეტა-თეგების ავტომატური შექმნაშაბლონების მიხედვით;
  • გვერდის ოპტიმიზაცია კატეგორია + ბრენდი, კატეგორია + თვისება;
  • ადმინისტრატორის პანელის საშუალებით Google Analytics– ის კოდის, Yandex Metrics– ის და სხვა ვიჯეტების დამატება, ინსტალაციის ადგილმდებარეობის (head, body) არჩევით;
  • robots.txt რედაქტირება.

2. მარკეტინგული ხელსაწყოების დიდი ჩამონათვალი

თქვენი ინტერნეტ-მაღაზიის უკეთესი კონვერსიისთვის, Pro ვერსიაში გათვალისწინებულია მარკეტინგული ხესაწყოები, რაც მომხმარებელს ეხმარება პროდუქტის შეძენაში და საკონტაქტო მონაცემების დატოვებაში.

  • პროდუქტის რეიტინგი;
  • დაკავშირებული პროდუქტები ბლოგში;
  • პროდუქტების შედარება და რჩეული პროდუქტები;
  • პროდუქტის წინასწარი შეკვეთა;
  • უკუზარის შეკვეთის ფუნქცია;
  • გამომწერი მომხმარებლების ელ.ფოსტის მისამართების შეგროვების ფორმა;
  • პრომო-მასალის გამოტანა პროდუქტის მთავარ გამოსახულებაზე.

3. საიტზე რამოდენიმე ადმინისტრატორის დამატება

შესაძლებელია საიტის ადმინისტრატორების დამატება, რომლებსაც სხვადასხვა უფლებები გააჩნია. მაგალითად, შინაარსის მართვის მენეჯერი (Content Manager), რომელსაც წვდომა მხოლოდ იმ სექციებთან აქვს, რომლებიც დაკავშირებულია საიტის ტექსტურ მონაცემებთან. მაღაზიის მენეჯერს (Shop Manager) კი მხოლოდ შეკვეთების და მომხმარებლის შესახებ ინფორმაციაზე.

  • ყოველი ადმინისტრატორი თავისი სახელით და პაროლით;
  • უფლებების შეზღუდვა ან გახსნა;
  • საიტის ადმინისტრატორების განუსაზღვრელი რაოდენობა.

4. პროდუქტების ექსპორტი კატეგორიის ან ბრენდის მიხედვით

ზოგჯერ საჭიროება მოითხოვს გარკვეული კატეგორიის პროდუქტების ან ბრენდის პროდუქციის ექსპორტს. OkayCMS Pro-ს საშუალებით ეს პროცედურა ხორციელდება ძალიან მარტივად.

  • მაღაზიაში არსებული პროდუქტების სრული ექსპორტი;
  • ექსპორტი კონკრეტული კატეგორიის მიხედვით;
  • ექსპორტი კონკრეტული ბრენდის მიხედვით.

5. შეკვეთის პარამეტრები

შეკვეთების მართვის მოხერხებული ინტერფეისი. ნებისმიერი სტატუსის და ნიშნულის მინიჭება ფერადი მარკერით, რათა ნავიგაცია გახდეს მარტივი.

  • შეკვეთის სტატუსის შექმნა, რომელიც თქვენთვის უფრო მოსახერხებელია;
  • შეკვეთების გადატანა ერთი სტატუსიდან მეორეში, ამასთან ერთად მომხმარებლის ელ-ფოსტით შეტყობინებით;
  • ნიშნულების შექმნა, რომლებიც დაგეხმარებათ სწრაფად გაერკვიოთ, თუ რა სახის შეკვეთასთან გაქვთ საქმე (მაგალითად, ”უკუზარის განხორციელება ან პროდუქტის საფასურის ნაწილობრივ ანაზღაურება”).

6. გაყიდვების დეტალური სტატისტიკა

OkayCMS გაძლევთ საშუალებას სრულად აკონტროლოთ თქვენი მაღაზიის მუშაობა და თვალყური ადევნოთ გაყიდვების სტატისტიკას პირდაპირ ადმინისტრატორის პანელის საშუალებით.

  • სტატისტიკა - გაყიდვების გრაფიკი დროის მიხედვით ექსპორტის განხორციელების საშუალებით;
  • გაყიდვების სტატისტიკა - კატეგორიის მიხედვით, პროდუქტით და თარიღით;
  • გაყიდვების კატეგორიზაცია - გაყიდვების ზოგადი მაჩვენებლები კატეგორიის მიხედვით.
კომენტარები
გამოხმაურება არ არის
დაწერეთ კომენტარი
სახელი*
ელ-ფოსტა
შეიყვანეთ კომენტარი*
რეკომენდირებული პროდუქტები
სავარჯიშო ტრენაჟორი MARBO-SPORT 348
ტოპ გაყიდვები -35.81 %
1 450,30
930,99
სწრაფი შეკვეთა
  • ფერი: შავი
  • დანიშნულება: ხელები, მხრები
  • გაბარიტები: 139x140x147
მაღალი ხარისხის გარანტია
პროდუქტის დაბრუნება 10 სამუშაო დღეში
სწრაფი მიწოდება საქართველოში
თვითგატანა საწყობიდან ან მაღაზიიდან