პროდუქციის კატალოგი

როგორ მუშაობს OkayCMS გუნდის მხარდაჭერა

04 მაისი 2020, ორ

"OkayCMS"-ის ინსტალაციასთან ერთად თქვენ იღებთ კომპლექსურ მხარდაჭერას და კონსულტაციებს "OkayCMS"-ის საქართველოში ექსკლუზიური დილერის, სტუდია "Webix Solutions"-ის სპეციალისტებისგან. გთავაზობთ დაწვრილებით გაეცნოთ კონსულტაციების სახეობებს და ტექნიკური მხარდაჭერის რეგლამენტს.

ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტები ახორციელებენ შემდეგ კონსულტაციებს:

  • საიტის ოპტიმალური მუშაობა ტექნიკურ მოთხოვნებთან დაკავშირებით;
  • საიტის ადმინისტრატორის პანელში მუშაობა;
  • დამატებითი ფუნქციონალის ჩართვა სისტემაში;
  • "OkayCMS"-ის ინსტალაცია ჰოსტინგზე;
  • შაბლონებისა და დამატებების შექმნა და ინსტალაცია;
  • "OkayCMS"-ის განახლება, ბოლო, აქტუალურ ვერსიამდე.

სამუშაო რეგლამენტი:

  1. თქვენი საიტის ადმინისტრატორის პანელის განყოფილებაში "ტექნიკური მხარდაჭერა" შექმენით ახალი მიმართვა.
  2. გაუკეთეთ ფორმულირება მიმართვის სათაურს და დაწვრილებით ახსენით შექმნილი პრობლემა. ყრადღება! ყოველი მიმართვა ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურში უნდა შეიცავდეს მხოლოდ ერთ პრობლემას.
  3. თვალყური ადევნეთ თქვენს საფოსტო ყუთში შემომავალ შეტყობინებებს ერთი სამუშაო დღის განმავლობაში. შეტყობინებას აგრეთვე მიიღებთ თქვენი საიტის ადმინისტრატორის პანელშიც.

"OkayCMS"-ის ტექნიკური მხარდაჭერის სამუშაო პირობები:

  1. ყოველი საიტი, რომელიც შექმნილია OkayCMS-ის გამოყენებით სარგებლობს სპეციალისტების 30 წუთიანი ტექნიკური მხარდაჭერით.
  2. "OkayCMS PRO" ლიცენზიის შეძენის შემთხვევაში საიტს ერიცხება 10 საათი ტექნიკური მხარდაჭერა.
  3. ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურში ყოველი მიმართვა ჩამოაჭრის იმ დროს, რაც სპეციალისტებმა დახარჯეს თქვენი პრობლემის აღმოსაფხვრელად. მიმართვების ისტორია და კორესპონდენცია აისახება თქვენი საიტის ადმინისტრატორის პანელში.
  4. თუ თქვენ ამოგეწურათ ტექნიკური მხარდაჭერის დრო, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ დამატებითი დრო, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ვერ ისარგებლებთ სპეციალისტების დახმარებით.
კომენტარები
გამოხმაურება არ არის
დაწერეთ კომენტარი
სახელი*
ელ-ფოსტა
შეიყვანეთ კომენტარი*
მაღალი ხარისხის გარანტია
პროდუქტის დაბრუნება 10 სამუშაო დღეში
სწრაფი მიწოდება საქართველოში
თვითგატანა საწყობიდან ან მაღაზიიდან